Accessibility links

logo-print logo-print

ერთ კვირაში მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირდა 4 მილიონამდე ადამიანი


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გასული კვირის განმავლობაში, მსოფლიოში აღირიცხა კორონავირუსით ინფიცირების 3 935 330 შემთხვევა, რაც წინა კვირასთან შედარებით 4%-ით ნაკლებია.

ამასთან, 3%-ით გაიზარდა გარდაცვლილთა რაოდენობა. გასული კვირის განმავლობაში, მსოფლიოში COVID-19-ით გარდაიცვალა 69 916 ადამიანი.

მკვლევრების საერთაშორისო ჯგუფის, worldometers-ის მიერ 2 დეკემბერს, დილით განახლებული მონაცემთა ბაზის თანახმად, მსოფლიოში უკვე დაინფიცირდა 64 მილიონზე მეტი ადამიანი. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 44 მილიონს აჭარბებს. COVID-19-ით გარდაცვლილია 1 486 000-ზე მეტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG