Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეუფე ნიკოლოზი ნაჩუქარი ტელეფონით ფილმების გადაღებას აანონსებს


ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა დაპირებული iPhone 12, რომლის ფასი საქართველოში ხუთი ათასი ლარიდან იწყება, საჩუქრად უკვე მიიღო. ტექნიკის ერთ-ერთმა კომპანიამ მას ახალი მობილური ტელეფონი დღეს, 2 დეკემბერს გადასცა.

ახალი ტელეფონის საჭიროებაზე, მის შესაძლებლობებსა და გამოყენებაზე მეუფე "TV პირველს" საჩუქრის გადაცემის შემდეგ ესაუბრა და თქვა, რომ ახალი თაობის მობილური ტელეფონი მიტროპოლიტს კიდევ უფრო მაღალი ხარისხის ფილმების გადაღების საშუალებას მისცემდა, ვინაიდან მის ძველ ტელეფონს შესაბამისი ლინზები არ ჰქონდა.

ახალი მობილურის ჩუქება ერთ-ერთმა კომპანიამ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, რომ მას ბოლო მოდელის ტელეფონი არ ჰქონდა, ტელეფონის საჭიროების ახსნის დროს კი თქვა, რომ "კამერა იარაღია".

ახალქალაქის, კარისა და კუმურდოს მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი რამდენჯერმე მოექცა მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში საკამათო განცხადებებისა თუ მისი დამოკიდებულების გამო ახალი მოდელის მობილური ტელეფონებისა და მანქანების მიმართ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG