Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა კობა დავითაშვილი


კობა დავითაშვილი

49 წლის ასაკში გარდაიცვალა პარლამენტის ყოფილი წევრი კობა დავითაშვილი, რომელიც ჯანმრთელობის გაუარესების გამო ბოლო 10 დღის განმავლობაში ალადაშვილის სახელობის კლინიკაში იყო მოთავსებული. მას ე.წ. ბეხტერევის დაავადება ჰქონდა და 25 ნოემბრიდან მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

როგორც რადიო თავისუფლებას განუცხადეს ალადაშვილის კლინიკაში, კობა დავითაშვილის გარდაცვალების მიზეზი გახდა პოლიორგანული უკმარისობა, მას განუვითარდა სეფსისი და სეპტიური შოკი.

კობა დავითაშვილს ე.წ. ბეხტერევის დაავადება 2017 წელს დაუდგინდა.

„ხალხის პარტიის“ თავმჯდომარე კობა დავითაშვილი საქართველოს პარლამენტის 4 მოწვევის დეპუტატი და თბილისის საკრებულოს წევრი იყო. აქტიური პოლიტიკური საქმიანობა მან 2013 წელს შეწყვიტა საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ, რომელშიც კენჭს პრეზიდენტობის კანდიდატად იყრიდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG