Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯორჯიის შტატის საარჩევნო სისტემის რესპუბლიკელმა მენეჯერმა ტრამპს მოუწოდა, შეცვალოს რიტორიკა


აშშ-ის ჯორჯიის შტატში კენჭისყრის ახალი სისტემის მენეჯერმა, რესპუბლიკელმა გეიბრიელ სტერლინგმა შეშფოთება გამოხატა, რომ გასული თვის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების თაობაზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის რიტორიკა სახიფათოა.

1 დეკემბერს გვიან საღამოს გამართულ პრესკონფერენციაზე სტერლინგმა, რომელიც აშკარად გაჯავრებული ჩანდა, შეუტია თავის თანაპარტიელებს, მათ შორის პრეზიდენტს, და ტრამპს მოსთხოვა, გამოვიდეს და დააშოშმინოს თავისი მოძალადე მომხრეები. მისი თქმით, პრეზიდენტის დაუსაბუთებელი განცხადებები, რომ არჩევნები გაყალბდა, კიდევ უფრო ამწვავებს ისედაც დაძაბულ ვითარებას.

„ბატონო პრეზიდენტო, თქვენ არ დაგიგმიათ ეს ქმედებები და ეს გამონათქვამები. ვინმე დაშავდება, ვინმეს ესვრიან, ვინმეს მოკლავენ“, თქვა სტერლინგმა.

სტერლინგის მხრიდან პრეზიდენტის კრიტიკა მოჰყვა ტრამპის ადვოკატის, ჯო დიჯენოვას განცხადებას. დიჯენოვამ 30 ნოემბერს თქვა, რომ ქრის კრებსი, კიბერუსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურული უსაფრთხოების სააგენტოს ახლახან მოხსნილი ხელმძღვანელი, რომელმაც გააკრიტიკა ტრამპის განცხადებები გაყალბების შესახებ, „დასახვრეტია“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG