Accessibility links

logo-print logo-print

ცესკო დღეს შეაჯამებს საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს


საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია(ცესკო) დღევანდელ სხდომაზე შეაჯამებს 2020 წლის საპარლამენტი არჩევნების საბოლოო შედეგებს. სხდომა 17:00 საათზეა დანიშნული.

31 ოქტომბერს ჩატარებული კენჭისყრის და 21 ნოემბერს, 30 მაჟორიტარული ოლქიდან 17-ში გამართული მეორე ტურის შედეგად, მეათე მოწვევის პარლამენტში მმართველ პარტიას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ პროპორციული სისტემით არჩეული 60 და მაჟორიტარული წესით არჩეული 30 დეპუტატი ეყოლება.

150-წევრიან პარლამენტში, პროპორციული სისტემით 60 მანდატი მოიპოვა 8 ოპოზიციურმა ბლოკმა და პარტიამ:

ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია“ 36 მანდატი;

„ევროპული საქართველო“ 5 მანდატი;

ბლოკი „სტრატეგია აღმაშენებელი“ 4 მანდატი;

„ლელო“ 4 მანდატი;

„პატრიოტთა ალიანსი“ 4 მანდატი;

„გირჩი“ 4 მანდატი;

„მოქალაქეები“ 2 მანდატი;

„ლეიბორისტული პარტია“ 1 მანდატი.

ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს, მანდატებზე უარს ამბობს და ხელახალ არჩევნებს მოითხოვს. „ქართული ოცნება“ არჩევნების გაყალბებას უარყოფს და ახალი არჩევნების შესაძლებლობას გამორიცხავს.

შექმნილი კრიზისის გამო, აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით მმართველი და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის დღემდე გამართული მოლაპარაკების ორი რაუნდი უშედეგოდ დასრულდა. მესამე რაუნდის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

საქართველოს კონსტიტუციით, “ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა იმართება პარლამენტის არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა. პირველ სხდომას ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ სხდომას ესწრება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის პარლამენტს".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG