Accessibility links

logo-print logo-print

თამარ გაბუნია განმარტავს, რატომ ვერ გადაჰყავს 112-ს მძიმე პაციენტები დროულად


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ პაციენტების 75-80 პროცენტი კლინიკებში 112-ის გავლით ხვდება. მისი თქმით, იმის გამო, რომ მოქალაქეები კლინიკებში თვითდინებითაც მიდიან, შესაძლოა, მძიმე პაციენტის ჰოსპიტალიზაცია დაგვიანდეს.

მან უარყო, რომ პაციენტთა ჰოსპიტალიზება შესაძლოა ნაცნობობას უკავშირდებოდეს.

"ზოგჯერ ისე ხდება, რომ თვითდინებით მისული პაციენტი უფრო ადრე მოხვდეს კლინიკაში და დაიკავოს თავისუფალი ადგილი და ამან გაახანგრძლივოს 112-ის მოლოდინის პერიოდი... 112-ის გარეშე კლინიკაში მოხვედრა იწვევს იმას, რომ უფრო მძიმე პაციენტი შეიძლება უფრო დიდ ხანს ელოდეს გადაყვანას", - თქვა მინისტრის მოადგილემ.

გაბუნიას ამ განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე, კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ არ გამორიცხა, რომ საქართველოს კლინიკებში ინფიცირებული პაციენტები "ნაცნობობით" ხვდებოდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG