Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობა ნაყოფია: ფუნდამენტურად ჩვენს მოთხოვნებში ცვლილებები არ არის


კობა ნაყოფია
კობა ნაყოფია

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის კობა ნაყოფიას განმარტებით, ფუნდამენტურად ოპოზიციის მოთხოვნებში ცვლილებები არ არის, თუმცა იგი უფრო დაკონკრეტდა და ფასილიტატორებს წერილის სახით გადაეცა:

„დეტალებს ვერ გაგიმხელთ იმიტომ, რომ გვაქვს პირობა მიცემული, რომ არ უნდა ვილაპარაკოთ ამ დეტალებზე მედიასთან. ფუნდამენტურად არაფერი არ შეცვლილა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მოთხოვნები, რაც იყო დაკავშირებული ახალ არჩევნებთან, რაც იყო დაკავშირებული პოლიტიკურ პატიმრებთან თუ სხვა საკითხებთან, ყველაფერი ძალაში რჩება. ჩვენ გადავეცით წერილობითი მოთხოვნები და ველოდებით ასეთივე წერილობით პასუხს „ქართული ოცნებიდან“, - განაცხადა კობა ნაყოფიამ. მისი თქმით, ოპოზიციასა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით გაიმართება მას შემდეგ, რაც მხარეთა შორის პოზიციები გაიცვლება.

აშშ-ის ელჩის მოადგილის რეზიდენციაში ცოტა ხნის წინ დამთავრდა ოპოზიციის წარმომადგენელთა შეხვედრა აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებთან. შეხვედრას 6 ოპოზიციური პარტიის ლიდერები ესწრებოდნენ.

გუშინ, 3 დეკემბერს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა. კანონის მიხედვით, პარლამენტის პირველი სხდომა არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 10 დღეში უნდა ჩატარდეს.

31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებისადმი უნდობლობის გამო ოპოზიცია პარლამენტში შესვლას არ აპირებს. ამ საკითხზე მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პროცესში აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩები არიან ჩართული. ოპოზიცია სამ ძირითად მოთხოვნას აყენებს. ესენია: ხელახალი არჩევნების გამართვა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმირება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

XS
SM
MD
LG