Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატალია ილიჩოვას ორი შს მინისტრისგან აქვს ჯილდო მიღებული უმწიკვლო სამსახურისა და სანიმუშო მუშაობისთვის

ე.წ. "კარტოგრაფების საქმის" ერთ-ერთი ბრალდებულის, ივერი მელაშვილის ადვოკატი, გიორგი მშვენიერაძე ასაჯაროვებს საქმეში არსებულ დოკუმენტებს, რომლის თანახმადაც წინასწარ პატიმრობაში მყოფ ნატალია ილიჩოვას 2013 და 2019 წლებში, ანუ მოქმედი ხელისუფლების ფარგლებში ორი სხვადასხვა შინაგან საქმეთა მინისტრისგან აქვს მიღებული ჯილდო და სიგელი, როგორც სასაზღვრო პოლიციის სანიმუშო თანამშრომელს.

ნატალია ილიჩოვა 2013 წელს ირაკლი ღარიბაშვილს მადლობის სიგელით, გიორგი გახარიას კი 2019 წელს "უმწიკვლო სამსახურისთვის" სამკედრე ნიშნით ჰყავს დაჯილდოვებული.

მადლობის სიგელი, რომელსაც ხელს აწერს მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი. მიუხედავად იმისა, რომ ის კარტოგრაფების საქმის არაერთ ჩვენებაში იხსენიება, როგორც ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა, ამ დრომდე დაკითხული არ არის.

მოქმედმა პრემირ-მინისტრმა და ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, რომელსაც ნატალია ილიჩოვა 2019 წლის 25 მაისს ჰყავს დაჯილოვებული სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის, 2020 წლის 15 ოქტომბერს კარტოგრაფების საქმეზე მიმდინარე გამოძიების კომენტირებისას თქვა, რომ "დავითგარეჯის ისტორია არ დაწყებულა არც გუშინ, არც ერთი თვის წინ. დავითგარეჯის ისტორია დაიწყო წლების წინ და დავითგარეჯის ისტორიის ბოლო გამწვავებული ტალღა დაიწყო წელიწად-ნახევრის წინ".

საზღვრის დაცვისა და კონტროლის სამმართველოს სადელიმიტაციო-სადემარკაციო და სასაზღვრო წარმომადგენლობითი საქმიანობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, ნატალია ილიჩოვა საჯარო სამსახურში არაერთი წელი მუშაობდა და ბოლო პერიოდამდე იყო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის წევრი.

29 სექტემბერს საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარი იყო, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა. პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის საქმეზე სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. არც ერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს, გამოძიებასთან არ თანამშრომლობს და ამ დრომდე წინასწარ პატიმრობაში რჩება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG