Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამაკაცს ბრალი ედება არასრულწლოვნების, მათ შორის შვილის, მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში


საქართველოს პროკურატურამ ბრალდება წარაუდგინა გ.გ.-ს 4 არასრულწლოვნის, მათ შორის არასრულწლოვანი შვილის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების და არასრულწლოვანი შვილის მიმართ ძალადობის ფაქტებზე.

პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის ივნისიდან სექტემბრამდე ქ. თბილისში, გ.გ.-მ სხვადასხვა დროს 4 არასრულწლოვან გოგონასთან, მათ შორის საკუთარ შვილთან გარყვნილი ქმედება ჩაიდინა. ამოძიებით ასევე დადგინდა, რომ გ.გ.-მ ფიზიკური ძალადობა განახორციელა მის არასრულწლოვან შვილზე.

„სამართალდამცველებმა გ.გ. 2020 წლის 3 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (გარყვნილი ქმედება - სამი ეპიზოდი) 11 პრიმა 141-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ გარყვნილი ქმედება), 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (არასრულწლოვნის მიმართ ოჯახური ძალადობა) და 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეცნობით 14 წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ გარყვნილი ქმედება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

XS
SM
MD
LG