Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდოვაში ათასობით ადამიანი გავიდა ქუჩაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით


არჩეული პრეზიდენტის, მაია სანდუს მოწოდებით მოლდოვაში გამართული ანტისამთავრობო გამოსვლა
არჩეული პრეზიდენტის, მაია სანდუს მოწოდებით მოლდოვაში გამართული ანტისამთავრობო გამოსვლა

მოლდოვის დედაქალაქში ათასობით ადამიანი გავიდა ქუჩებში და მოითხოვა მთავრობის გადადგომა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. რადიო თავისუფლების მოლდავური სამსახური იტყობინება, რომ დემონსტრანტები კიშინოვში პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბნენ 6 დეკემბერს და გაიძახოდნენ ლოზუნგს: „ჩვენ ვართ ხალხი“.

დემონსტრაციისკენ ხალხს მოუწოდა ახლახან არჩეულმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ, რომელიც ევროკავშირთან თავისი ქვეყნის ინტეგრაციის მომხრეა მას მერე, რაც პარლამენტმა მიიღო კანონი უშიშროების სამსახურების პრეზიდენტისგან პარლამენტის დაქვემდებარებაში გადასვლის შესახებ.

3 დეკემბერს რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა ამ ნაბიჯის წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატად. პარლამენტმა ხსენებული გადაწყვეტილება მიიღო მას მერე, რაც სანდუმ კენჭისყრაში მოუგო რუსეთის მომხრე მოქმედ პრეზიდენტს, იგორ დოდონს გასულ თვეში.

სანდუსა და მისი მომხრეების თანახმად, ამ კანონის მიზანი იყო პრეზიდენტის უფლებამოსილების შესუსტება, სანამ სანდუ თანამდებობაზე დამტკიცდება, და პარლამენტის გაძლიერება, რომელშიც პრომოსკოვური დეპუტატების რიცხვი სჭარბობს ოპოზიციის წარმომადგენლების რაოდენობას.

6 დეკემბერს თავის მიმართვაში დემონსტრანტებისადმი, სანდუმ კიდევ ერთხელ მოუწოდა პრემიერ-მინისტრ იონ კიკუს გადადგომისა და ვადამდელი არჩევნების ჩატარებისკენ.

დოდონს არ სურს მარცხის აღიარება, მას ქაოსის პროვიცირება და მოლდოვის საერთაშორისო იზოლირება სურს, უთხრა სანდუმ შეკრებილებს.

საკონსტიტუციო სასამართლომ სანდუ 10 დეკემბერს უნდა დაამტკიცოს თანამდებობაზე, ხოლო ინაუგურაცია იქიდან ორ კვირაში გაიმართება.

XS
SM
MD
LG