Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური სოციალ-დემოკრატიული პარტია ლიდერობს


ხმების 99 %-ის დათვლის შემდეგ რუმინეთის საპარლამენტო არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით, ლიდერობს ოპოზიციური სოციალ-დემოკრატიული პარტია, რომელმაც ხმების 29,8 % მოაგროვა დეპუტატთა პალატაში, ხოლო სენატში - 30, 2 %. თუმცა ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ისინი შეძლებენ ხელისუფლებაში დაბრუნებას ქვეყანაში პანდემიის ფონზე არსებული ვითარების გამო.

პროევროპულმა ნაციონალ-ლიბერალურმა პარტიამ 25,1 % მიიმხრო დეპუტატთა პალატაში, სენატში კი - 25,5 %.

ამ მონაცემებში არ არის შესული რუმინული დიასპორის რიცხვები, დაახლოებით 265 ათასი ხმა. უცხოეთში მცხოვრები რუმინელები ტრადიციულად ხმას აძლევენ სოციალ-დემოკრატების წინააღმდეგ, რადგან ამ მემარცხენე ძალს მიიჩნევენ კორუმპირებულად და ესაა ძირითადი მიზეზი, თუ რატომ ტოვებენ ისინი ქვეყანას.

სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ რომც მოიგოს არჩევნები, ის ვერ მოახერხებს მოკავშირეების მოპოვებას პარლამენტში.

რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა, ლიბერალური პარტიის ყოფილმა ლიდერმა, განაცხადა, რომ თავისი მმართველობის პერიოდში, 2024 წლამდე ის არ მისცემს უფლებას სოციალ-დემოკრატებს, მთავრობაში მოვიდნენ.

რუმინეთის ხმის უფლების მქონე მოქალაქეებს უნდა აერჩიათ 136 სენატორი და 329 დეპუტატი ერთ წელიწადზე ოდნავ უფრო მეტი ხნის შემდეგ მას მერე, რაც ეროვნულ-ლიბერალური პარტიის უმცირესობის მთავრობა მოვიდა ხელისუფლებაში სოციალ-დემოკრატების კაბინეტის დაშლის შემდეგ, რაც მოჰყვა კორუფციის სფეროში სკანდალებს და მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს.

XS
SM
MD
LG