Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბიუჯეტო დაფინანსებაზე უარი მხოლოდ "გირჩმა" და "მოქალაქეებმა" თქვეს


არჩევნებზე ზღვარგადალახული პარტიებიდან მხოლოდ "გირჩი" და ალეკო ელისაშვილის "მოქალაქეები" ვერ მიიღებენ საბიუჯეტო დაფინანსებას. მათ დაფინანსების მოთხოვნის წერილი აუდიტის სამსახურს არ გაუგზავნეს. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას აუდიტის სამსახურში დაუდასტურეს.

საბიუჯეტო დაფინანსებას სულ 7 საარჩევნო სუბიექტი მიიღებს, მათ შორის ორი ბლოკია. ბიუჯეტის თანხა დაერიცხებათ: "ქართულ ოცნებას", "ნაციონალურ მოძრაობას" და მის ბლოკში შემავალ პარტიებს („რესპუბლიკური პარტია“, მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“, „ჩვენ თვითონ“ და „პროგრესი და თავისუფლება“), "ევროპულ საქართველოს", "ლელოს", "სტრატეგია აღმაშენებელს" და მასთან ბლოკში მყოფ "კანონი და სამართალს", "პატრიოტთა ალიანსს", "ლეიბორისტულ პარტიას".

საქართველოს კანონმდებლობით თითოეული პარტია 50 ათასის ფარგლებში ყოველი მიღებული ხმისთვის 15 ლარს მიიღებს, ყოველ შემდეგ ხმაზე კი - დამატებით 5 ლარს.

XS
SM
MD
LG