Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო არასავალდებულო რეზოლუცია, რომელიც რუსეთს ყირიმის დატოვებისკენ მოუწოდებს


\
\

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს ყირიმის „დროებითი ოკუპაცია“ და უკრაინაში შეიარაღების მიწოდება.

რეზოლუცია, რომლის შესრულება არაა სავალდებულო, „დაბეჯითებით მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპანტ ქვეყანას, დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები ყირიმიდან და გადაუდებლად შეწყვიტოს უკრაინის ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია“.

გაეროს რეზოლუცია რუსეთს მოუწოდებს, აგრეთვე, შეწყვიტოს უკრაინის ტერიტორიაზე შეიარაღების თანამედროვე სისტემების შეტანა და თავისი სამხედრო პერსონალის მოქმედება. 7 დეკემბრის კენჭისყრაზე რეზოლუციას ხმა მისცა 67-მა ქვეყანამ, წინააღმდეგი იყო 17, ხოლო თავი შეიკავა 62-მა.

გენერალურმა ასამბლეამ ასევე მიიღო რეზოლუცია რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის მილიტარიზაციის შესახებ. შარშან გაეროს მიღებული აქვს რეზოლუცია ყირიმში ადამიანის უფლებების დაცვის გარშემო.

2014 წლის მარტში მოსკოვმა მოახდინა ყირიმის ოკუპაცია და წაართვა უკრაინას ეს ტერიტორია. რუსეთი მხარს უჭერს უკრაინის აღმოსავლეთში მოქმედ სეპარატისტულ ძალებს. ამ დაპირისპირების შედეგად 2014 წლის აპრილიდან 13 200 ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG