Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშაძე: გვექნება პოლიტიკური საბჭოს სხდომა, სადაც საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ


გიორგი ვაშაძე
გიორგი ვაშაძე

„ლელოს" ოფისში გამართული კონსულტაციების შემდეგ, „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ შეაფასა ირაკლი კობახიძის განცხადება.

„დღეს ვფიქრობ, რომ ძალიან დაამძიმა ფონი კობახიძის განცხადებამ, რაზეც ხანგრძლივი მსჯელობა გვქონდა. იყო მის განცხადებებში რაღაც შემოთავაზებები გადათვლებთან და სხვა პროცედურასთან დაკავშირებით, თუმცა ყველაფერი გადაიფარა ნეგატიური კომპონენტით", - ამბობს ვაშაძე და დასძენს, - „ჩვენ ყველა პროცედურა დღეს ვნახეთ, ხვალ, 10 დეკემბერს, გვექნება პოლიტიკური საბჭოს სხდომა, სადაც საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ".

პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარემ, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ მისი პარტია ორი მანდატით პარლამენტში შევა, თუ მმართველ პარტიასთან მოლაპარაკებებით ძირეული საარჩევნო ცვლილებები მოხდება. ვიდეომიმართვაში ელისაშვილი აღნიშნავდა, რომ ამისთვის საჭიროა, არჩევნების საკითხზე „გაწიკწიკებული“ დოკუმენტი შეიქმნას.

„ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ახალი პარლამენტის შეკრების შემდეგ დაარეგისტრირებენ კანონპროექტს, რომლითაც საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება ისეთ პარტიას, რომლის კამპანიაშიც მონაწილეობას არაუფლებამოსილი, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი მიიღებს. ამ კონტექსტში მან ახსენა "ნაციონალური მოძრაობა" და მისი ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც აქტიურად იყო ჩართული 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში.

ცნობილია, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტი 11 დეკემბერს გამართავს პირველ სხდომას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG