Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ქალი ტელეწამყვანი დაიღუპა შეიარაღებული თავდასხმის შედეგად


მალალა მაივანდი
მალალა მაივანდი

ერთ-ერთი კერძო ტელეარხის ჟურნალისტი, მალალა მაივანდი და მისი მძღოლი დაიღუპნენ ავღანეთში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად.

ინცინდენტი 10 დეკემბრის დილას მოხდა პროვინცია ნანგარჰარის დედაქალაქ ჯალალაბადში. მალალა მაივანდი 8 წლის განმავლობაში მუშაობდა ადგილობრივ კერძო ტელეარხ Enikass T-ში.

ტელეწამყვანი ცნობილი იყო ასევე როგორც ქალებისა და ბავშვების უფლებების აქტიური დამცველი.

ეს უკვე დეკემბერში მომხდარი მეორე ჟურნალისტის მკვლელობაა ავღანეთში.


მალალა მაივანდისა და მისი მძღოლის დაღუპვაზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

ტელეკომპანია Enikass TV-ის ხელმძღვანელმა, ზალმაი ლატიფიმ თავდასხმაში დაადანაშაულა „ხალხის მტრები“ და განაცხადა, რომ ტელეარხი ხშირად ღებულობდა მუქარებს თავისი საქმიანობისს გამო.

ავღანეთის ნანგარჰარის პროვინციაში საკმაოდ აქტიურობს როგორც თალიბანიისე მასთან დაპირისპირებული ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG