Accessibility links

logo-print logo-print

​დაურეგისტრერებელ თვითდასაქმებულს RS.ge-ზე რეგისტრაცია დისტანციურად მხოლოდ Internet Explorer-ით შეუძლია


ახალი მომხმარებლისთვის, ვინც ამ დრომდე არ იყო რეგიტსრირებული შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე, ბაზაში დამატება დისტანციურად მხოლოდ Internet Explorer-ით შეიძლება. ინფორმაცია თავად შემოსავლების სამსახურმა გაავრცელა და აღნიშნა, რომ პირველადი რეგისტრაციისთვის ვიდეოთვალის გამოყენება აუცილებელია.

ვინც მანამდე რეგისტრირებული იყო შემოსავლების სამსახურის ბაზაში, მას ნებისმიერი ბრაუზერის გამოყენება შეუძლია 300-ლარიანი დახმარების მისაღებად.

როგორც უწყება განმარტავს რეგისტრაცია ვიდეოთვალის დახმარებით მხოლოდ 09:00 საათიდან 18:00 საათამდეა შესაძლებელი.

300-ლარიან დახმარებას ყველა თვითდასაქმებული ვერ მიიღებს. დახმარების მისაღებად აუცილებელია თვითდასაქმებული რეგისტრირებული იყო შემოსავლების სამსახურის ბაზაში (ინდ. მეწარმედ) ან მისი სამუშაო ადგილიდან წარადგინონ ინფორმაცია თვითდასაქმებულის შესახებ.

გამოდის, რომ კორონავირუსის პანდემიის პირველი ტალღისგან განსხვავებით, დახმარებას ვერ მიიღებენ სახელმწიფო ბაზაში დაურეგისტრირებელი რეპეტიტორები, გარემოვაჭრეები, მეყვავილეები, ბინის გაქირავებითა თუ სხვა ბიზნესით დაკავებული პირები. ჯანდაცვის სამინისტროში ადასტურებენ, რომ უმუშევრად დარჩენილი ყველა თვითდასაქმებული დახმარებას ვერ მიიღებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG