Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა რუსეთს სანქციები გაუგრძელა


ევროკავშირის ლიდერებმა 10 დეკემბრის თათბირზე დაადგინეს, კიდევ ნახევარი წლით გაუგრძელონ რუსეთს ეკონომიკური სანქციები, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტში როლისთვის დაუწესეს მას.

საფრანგეთმა და გერმანიამ, რომლებიც რუსეთთან და უკრაინასთან ერთად შედიან „ნორმანდიის ოთხეულში“, ევროკავშირის სხვა წევრებს მიაწოდეს ინფორმაცია „ნორმანდიის ფორმატში“ მოლაპარაკებების შესახებ და რეკომენდაცია გააკეთეს სანქციების გაგრძელების თაობაზე. მიზეზად მათ დაასახელეს არასაკმარისი წინსვლა დიალოგში. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას შეატყობინეს დიპლომატებმა, რომლებიც იცნობენ ვითარებას.

სანქციები პირველად შემოიღეს 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ და მოსკოვის მისამართით იმ ბრალდებების ფონზე, რომ ის ეხმარება დონბასელ სეპარატისტებს.

მას შემდეგ ეკონომიკური სანქციები ექვს თვეში ერთხელ გრძელდება.

სანქციები შეეხება საფინანსო, ენერგეტიკისა და თავდაცვის სფეროებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG