Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის შენობასთან „გაბედეს“ აქცია იმართება


"ქართული ოცნების" დეპუტატები პარლამენტის შენობაში აქტივისტების შეძახილების თანხლებით შედიან. „გაბედეს“ წევრებს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთან ე.წ. „სირცხვილის კორიდორი“ აქვთ მოწყობილი.

„მონებო, მონებო“, - ამ შეძახილებით აცილებენ „გაბედეს“ წევრები მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატებს.

პარლამენტის შენობასთან ზებრის ფორმით არის მისული ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთი წევრი, რომელიც ამბობს, რომ "ქართული ოცნების" ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ზებრას განასახიერებს და მას პარლამენტში შესვლა სურს.

აქტივისტებმა პარლამენტის შესასვლელებთან ყვავილები მიიტანეს. მათი თქმით, ეს არის სიმბოლო იმისა, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატებს "უკანასკნელ გზაზე აცილებენ".

პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული.

დღეს პირველ სხდომას გამართავს საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი. სხდომათა დარბაზში იქნებიან მხოლოდ „ქართული ოცნებიდან“ არჩეული წევრები. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტის სხდომის პარალელურად შეიკრიბებიან და მემორანდუმით დაადასტურებენ უფლებამოსილების შეწყვეტის განზრახვას.

XS
SM
MD
LG