Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ გალის რაიონში შუახნის მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს


ენგურის ხიდი
ენგურის ხიდი

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში, მდინარე ენგურთან ნაპოვნია შუახნის მამაკაცის ცხედარი. რადიო თავისუფლების წყაროს ინფორმაციით, მამაკაცს სხეულზე დაზიანებები აქვს.

ადგილობრივი დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, მამაკაცი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. ჯერჯერობით დაუდასტურებელი ვერსიით, ავტოავარიის შემდეგ ცხედარი მდინარეში გადააგდეს.

„ცხელი ხაზით მოხდა ინფორმაციის დადასტურება და გადმოგვცეს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა აღნიშნული პირი“, - უთხრეს რადიო თავსუფლებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

გარდაცვლილი მამაკაცი ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრი იყო. მისი ოჯახი ზუგდიდში ცხოვრობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG