Accessibility links

logo-print logo-print

ლონდონში ამკაცრებენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ზომებს, აცხადებენ, რომ აღირიცხა ვირუსის ახალი ვარიანტი


ლონდონში და მის შემოგარენში ოთხშაბათიდან ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მკაცრი ზომები ამოქმედდება კორონავირუსის წინააღმდეგ, რადგან დედაქალაქში სწრაფად მატულობს ინფიცირების შემთხვევები - ამ განცხადებით ჯანდაცვის მინისტრი, მეტ ჰენკოკი გამოვიდა ორშაბათს და დასძინა, რომ სწრაფ გავრცელებას შესაძლოა ვირუსის ახალი ვარიანტი იწვევდეს.

ჰენკოკმა კანონმდებლებს უთხრა, რომ ვირუსის ახალ ვარიანტს მეცნიერები სწავლობენ, თუმცა, მისი თქმით, ჯერჯერობით არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ეს ახალი ვარიანტი უფრო სერიოზულ დაავადებას იწვევს, ან რომ მასთან ვაქცინა არ იქნება ეფექტიანი.

"ამჟამად ამ ვარიანტის 1000-ზე მეტი შემთხვევა აღვრიცხეთ, ძირითადად ინგლისის სამხრეთში" - თქვა ჰენკოკმა და დასძინა, რომ პირველადი ანალიზით ახალი ვარიანტი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე არსებული ვარიანტები.

ბრიტანეთში COVID-19-ის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაცია 8 დეკემბერს დაიწყო, ვაქცინის მიმღებთა პირველ ჯგუფში არიან 80 წელს გადაცილებული მოქალაქეები და ჯანდაცვის სფეროს მუშაკები. იმუნიზაცია მიმდინარეობს Pfizer-BioNTech-ის ვაქცინით, თუმცა მარეგულირებელი ორგანოები სხვა კომპანიების მიერ წარმოებულ ვაქცინებსაც შეისწავლიან, მათ შორის AstraZeneca-ს და ოქსფორდის უნივერსიტეტეის მიერ შემუშავებულ პრეპარატს. უკვე აიცრა ათასობით პირი, თუმცა მათ 21 დღეში ვაქცინის მეორე დოზა უნდა მიიღონ.

კვირას ბრიტანეთს იტალიამ გაასწრო კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობით ევროპაში, თუმცა ორივე ქვეყნის მონაცემი მძიმეა და 64,000 ადამიანს აჭარბებს, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG