Accessibility links

site logo site logo

"კარტოგრაფების საქმეზე" ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა


გენერალურ პროკურატურაში ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე, მოქმედი თავდაცვის მინისტრი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა. როგორც გენერალურ პროკურატურაში უთხრეს რადიო თავისუფლებას, ის გუშინ, 14 დეკემბერს გამოიკითხა. ირაკლი ღარიბაშვილი საქმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწმეა, რომელიც არაერთი მოწმის ჩვენებაში იხსენიება, როგორც პროცესში ჩართული პირი.

საქმის მასალების მიხედვით, ირაკლი ღარიბაშვილი პირადად და აქტიურად იყო ჩართული შეხვედრებში, სადაც საზღვრის საკითხი განიხილებოდა. მინისტრი უსმენდა სასულიერო პირებს, აძლევდა დავალებებს საჯარო მოხელეებს და, როგორც არქიმანდრიტი კირიონი ამბობს თავის ჩვენებაში, სწორედ მისი დამსახურებაა ამ საქმის ამგვარი გაგრძელება, ვინაიდან ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე მყოფმა ახლანდელმა თავდაცვის მინისტრმა ეს საქმე თავისიღირსების საქმედ” გაიხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის გამოკითხვას ამ საქმის ბრალდებული ივერი მელაშვილის დაცვის მხარე თვეზე მეტია ითხოვს. ისინი თავდაცვის მინისტრის გარდა ითხოვენ ასევე ბიძინა ივანიშვილის დაკითხვასაც.

29 სექტემბერს საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარი იყო, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის საქმეზე სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. არც ერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს, გამოძიებასთან არ თანამშრომლობს და ამ დრომდე წინასწარ პატიმრობაში რჩება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG