Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პარლამენტმა კიდევ ერთი წლით გაუგრძელა დონბასს განსაკუთრებული სტატუსი


უკრაინის საკანონმდებლო ორგანომ, ვერხოვნა რადამ, კიდევ ერთი წლით გააგრძელა დონეცკისა და ლუგანსკის ადგილობრივი თვითმმართველობის ცალკეულ რაიონებისათვის მინიჭებული განსაკუთრებული სტატუსის შესახებ კანონის მოქედების ვადა.


რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, დადგენილებას 15 დეკემბერს მხარი დაუჭირა 304-მა დეპუტატმა. საპარლამენტო ფრაქციების „ჰოლოსისა“ და „ბატკივშჩინის“ დეპუტატებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

კანონის განმარტების თანახმად, დოკუმენტი მიზნად ისახავს „დამატებითი დროებითი შესაძლებლობების შექმნას დონბასის სამშვიდობო მოწესრიგებისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ძალისხმევის რეალიზებისთვის“.

პირველად განსაკუთრებული სტატუსის კანონი უკრაინის საკანონმდებლო ორგანომ მიიღო 2014 წლის სექტემბრში და იგი სამი წლის გამავლობაში მოქმედებდა იმ ფონზეც კი, როდესაც რუსეთის დახმარებით დონბასელმა სეპარატისტებმა შეიარაღებული ამობოხება წამოიწყვეს კიევის წინააღმდეგ.


ამის შემდეგ კანონს მოქმედების ვადა თითო წლით კიდევ სამჯერ გაუგრძელდა. ამჟამად ამ საკითხის კენჭისყრაზე გატანა განაპირობა იმან, რომ 2020 წლის 31 დეკმებერს იწურებოდა განსაკუთრებული სტატუსის შესახებ კანონის მოქმედების მორიგი ვადა.

ოპოზიციური პარტია „ევროპული სოლიდარობის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სურთ უკრაინის პრეზიდენტისაგან მოისმინონ დონბასის პრობლემის მოგვარების სამოქმედო გეგმა, ვინაიდან „შეუძლებელია ყოველ წელს ვადის გაგრძელება ისე, რომ არაფერი კეთდებოდეს“.

კიევსა და დონბასელ სეპარატისტებს შორის შეიარაღებულ კონფლიქტს აღმოსავლეთ უკრაინაში 13 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG