Accessibility links

site logo site logo

ჩინეთის ხელისუფლება მილიონამდე უიღურს და სხვა ეთნიკურ ჯგუფებს აიძულებს ბამბის პლანტაციებში ხელით მუშაობას


სინძიანის პროვიცნიაში მცხოვრები მრავალი უიღური იძულებულია იცხოვროს "კონტრტერორისტულ ცენტრებში"

აშშ-ის ანალიტიკური ორგანიზაცია გლობალური პოლიტიკის ცენტრი ჩინეთის ხელიუსფლებას ადანაშაულებს იმაში, რომ ასობით ათას ეთნიკურ უიღურსა და სხვა ადგილობრივ მეტწილად, მუსლიმანურ ჯგუფს, აიძულებს მძიმე ხელით იმუშაონ დასავლეთ სინძიანის პროვინციაში არსებულ ბამბის პლანტაციებში.


ჩინეთის ხელისუფლების დოკუმენტები და ასევე მედიის ანგარიშები აჩვენებს, რომ დაახლოებით 750 000 ადამიანი, უპირატესად ეთნიკური უიღურებით დასახლებული სამი რაიონიდან, ბამბის ხელით მოსაკრებად გააგზავნეს „სამუშაო ძალების იძულებით განაწილებისა“ და “სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.

სინძიანის რეგიონი აწარმოებს ჩინური ბამბის 85 და მსოფლიო მარაგის 20%-ს.


ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო გლობალური პოლიტიკის ცენტრის მიერ მოტანილი ანგარიში და განაცხადა, რომ სინძიანის პროვინციის ყველა ეთნიკური ჯგუფი თავისუფალია პროფესიის არჩევაში.


„ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი ადამიანისათვის დახმარება მათი სტაბილური საქმიანობის უზრუნველყოფის მხრივ სრულიად განსხვავდება იძულებითი შრომისაგან“, - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვან ვენბინმა.

პეკინი ინტენსიური საერთაშორისო კრიტიკის ქვეშ არის სინძიანის პროვინციაში გატარებული პოლიტიკის გამო, პროვინციისა, სადაც გაეროს თანახმად, სულ მცირე 1 მილიონამდე იუღური და სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი დაექვემდებარა მოთავსებას ე.წ. „კონტრტერორიზმის ცენტრებში“ ან ინტერნირებულთა ბანაკებში.

პეკინი აცხადებს, რომ ეს დაწესებულებები წარმოადგენენ „პროფესიული განათლების ცენტრებს“, რომელთა მუშაობა მიმართულია იქით, რომ ადამიანებმა თავი აარიდონ ტერორიზმის გავლენას და შეძლონ საზოგადოებაში რეინტეგრირება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG