Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსის 3 487 ახალი შემთხვევიდან 1 477 თბილისიდანაა


საქართველოში გამოვლენილი 3 487 ახალი შემთხვევიდან უმრავლესი კვლავ თბილისიდანაა. რეგიონებიდან მაღალი მაჩვენებელია კვლავ იმერეთში.

რეგიონების მიხედვით ინფიცირების მაჩვენებელი ასე გადანაწილდა:

  • თბილისი - 1 477;
  • აჭარა - 280;
  • იმერეთი - 533;
  • ქვემო ქართლი - 254;
  • შიდა ქართლი - 283;
  • გურია - 66;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 269;
  • კახეთი - 153;
  • მცხეთა-მთიანეთი - 85;
  • სამცხე-ჯავახეთი - 76;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 198 387 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 2 495-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 167 281.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 39 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1922-მდე გაიზარდა.

XS
SM
MD
LG