Accessibility links

logo-print logo-print

თბილისის მერმა ჩამოთვალა რა ქონებას ფლობენ ადამიანები, ვისი უკანონოდ მშენებარე სახლების დემონტაჟიც მოხდა აფრიკის დასახლებაში


“მიუღებელი და დაუშვებელია სახელმწიფო ქონების ასე დატაცება” - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახი კალაძე მთავრობის სხდომაზე 16 დეკემბერს აფრიკის დასახლებაში 15 დეკემბერს შენობების დემონტაჟის თემას. მისი თქმით, არც ერთი იმ შენობაში, სადაც დემონტაჟი მოხდა, ადამიანები ჯერ არ იყვნენ საცხოვრებლად შესახლებული, ის პირები კი, ვისი უკანონოდ აშენებული სახლებიც ქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით დაინგრა, არაერთხელ იყვნენ გაფრთხილებულები იმის შესახებ, რომ მათი შენობის დემონტაჟი თავად გაეკეთებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი ნაგებობები დაინგრეოდა.

კახა კალაძემ ასევე ჩამოთვალა 7 პირის ოჯახის ქონება, იმის დასტურად, რომ ყველა, ვინც უკანონოდ იტაცებს სახელმწიფო მიწას და მასზე ცდილობს სახლის აშენებას არც სოციალურად დაუცველია, არც უსახლკარო და შეუძლია სხვაგან ცხოვრება. თბილისის მერმა აღნიშნა, რომ მათ შორის არიან სოციალურად დაუცველებიც, თუმცა "იმისათვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრული სურათი, რასთან გვაქვს საქმე", მან საჭიროდ ჩათვალა რამდენიმე ადამიანის ქონების შესახებ საუბარი.

  • მოქალაქე ტ.ხ-ს ქარელის რაიონის სოფელ დირბში რეგისტრირებული აქვს 600 კვადრატული მეტრის ოდენობის ქონება.
  • შ.ჯ. მცოვრები სიღნაღის რაონში, ფლობს 4 მსუბუქ ავტომანქანას, მამას უფიქსირდება 6 000 კვ. მეტრი მიწა სახნავ-სათესი მიწა.
  • დ.შ. მცხოვრები თბილისში გურამიშვილის ქუჩაზე, ფლობს ბინას, ასევე მამას უფიქსირდება გურამიშვილზე 3 ბინა, ოჯახი ხარაგაულში ფლობს 1255 კვ.მ მიწის ნაკვეთს.
  • დ.ტ. თბილისში ფლობს ბინას, დედას აქვს სოფელ ჯიმითში 3302 კვ. მ. მიწის ნაკვეთი
  • ვ.ფ. თბილისში გუგუშვილის ქუჩაზე გლობს 600 კვ.მ. ფართს.
  • გ.მ. ნავთლუხის დასახლებაში ფლობს სახლს, მამას აქვს 568 კვადრატული მეტრი ნავთლუღის დასახლებაში.
  • მ.ბ. კასპშია რეგისტრირებული, მამას აქვს კავთისხევში 1300 კვ.მ მიწის ნაკვეთი, დედა რეგისტრირებულია ინდ.მეწარმედ.

"ამ ფაქტებს ჭირდებს სრული მოკვლევა, სიღრმეებში შესვლა და ჩვენ ამას გავაკეთებთ. მესმის გაჭირვება, იყო დრო, როცა მიჭირდა, იყო რთული ვითარება, მაგრამ არასდროს არ მიფიქრია წამერთვა სხვისთვის ან სახელმწიფოსთვის. ჩვენ ყველამ ერთად მაქსიმალური უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გვერდით დავუდგეთ სოციალურად დაუცველებს და ვაკეთებთ კიდეც." - თქვა თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე.

15 დეკემბერს თბილისში, აფრიკის დასახლებაში, მუნიციპალურმა ინსპექციამ რამდენიმე შენობა-ნაგებობა დაანგრია.

თბილისის მუნიციპალური ინსპექციის განცხადებით, ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გამოვლინდა სამშენებლო სამართალდარღვევის 12 ფაქტი.

შენობა-ნაგებობების დანგრევა გააპროტესტეს მოქალაქეებმა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, რომელმაც დააკავა 13 პირი, მათგან 12-ს ედავებიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. ისინი მოგვიანებით გაათავისუფლეს ხელწერილის საფუძველზე. ერთი ადამიანი კი სისხლის სამართლის წესით არის დაკავებული.

ასევე ნახეთ:

სახლების დანგრევის მოლოდინში - რა ხდება აფრიკის დასახლებაში

ლინა ღვინიანიძე: მერიას არ აქვს საცხოვრისის პოლიტიკა

კახა კალაძე ბინას ჩუქნის მამა-შვილს აფრიკის დასახლებიდან

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG