Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის პარლამენტი სახაროვის პრემიას გადასცემს ბელარუსის ოპოზიციას


სვიატლანა ციხანოუსკაია
სვიატლანა ციხანოუსკაია

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სვიატლანა ციხანოუსკაია და ბელარუსის დემოკრატიული ოპოზიციის სხვა ლიდერები 16 დეკემბერს გამართულ ცერემონიაზე ევროპის პარლამენტისგან მიიღებენ 2020 წლის სახაროვის სახელობის პრემიას აზრის თავისუფლებისთვის.

ციხანოუსკაია ამ კვირაში ბრიუსელში იმყოფება და ევროკავშირის ლიდერებთან მოლაპარაკებას მართავს პრესტიჟული პრემიის მიღებამდე. ევროპის პარლამენტის პრეზიდენტმა, დავიდ სასოლიმ ოქტომბერში გამოაცხადა, რომ წლევანდელი პრემიის ლაურეატი იქნება ბელარუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭო. სასოლის თქმით, ბელარუსის ოპოზიციის წარმომადგენლებს ეს პრემია მიენიჭებათ გამბედაობის, გამძლეობისა და მიზანსწრაფულობის გამო, რომელიც მათ გამოავლინეს აზრისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვაში.

50,000 ევროს ოდენობის ყოველწლიური პრემია საბჭოთა ფიზიკოსის და დისიდენტის, ანდრეი სახაროვის სახელს ატარებს. პრემია დაარსდა 1988 წელს იმ ინდივიდებისა და ორგანიზაციების დასაჯილდოებლად, რომლებიც იცავენ ადამიანის უფლებებს და ფუნდამენტურ თავისუფლებებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG