Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვმა პირველად გააკეთა კომენტარი ნავალნის მოწამვლასთან ფსბ-ს სავარაუდო კავშირის თაობაზე


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი რუსეთის პირველი მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეა, რომელმაც კომენტარი გააკეთა პუბლიკაციებზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მოწამვლასთან ფსბ-ს შესაძლო კავშირის თაობაზე. ინტერფაქსის ცნობით, ლავროვმა ამის შესახებ ზაგრებში გამართულ პრესკონფერენციაზე ილაპარაკა.

„ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, რომ აშშ და დასავლეთის სხვა ქვეყნებიც უბრალოდ აცხადებენ მედიაში მორიგი ბრალდებების შესახებ რუსეთის მისამართით... ამ ცნობების კითხვა სახალისოა, მაგრამ მანერა, რომლითაც გადმოიცემა ეს ამბები, ერთ რამეს მეტყველებს: რომ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს არა აქვთ არავითარი ეთიკური ნორმები“, თქვა ლავროვმა.

მისი სიტყვებით, მოსკოვის მხრიდან კომენტარების არარსებობა არ ნიშნავს, რომ კრემლს მოწამვლასთან კავშირი აქვს. „რადგან დუმს, ე.ი. დამნაშავეა. ასეთი მიდგომა რომ საზიანოა, ჩემი აზრით, აშკარაა ნებისმიერი შეგნებული ადამიანისთვის“, განაცხადა ლავროვმა.

ორშაბათს საგამოძიებო ჯგუფმა Bellingcat-მა და გამოცემა The Insider-მა გამოაქვეყნეს ნავალნის მოწამვლის თაობაზე გამოძიების შედეგები. მასში დასახელებულია ფსბ-ს თანამშრომლების ვინაობა, რომლებსაც სავარაუდოდ კავშირი აქვთ თავდასხმასთან. თავად ნავალნიმ განაცხადა, რომ მასზე თავდასხმისთვის პირადად პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არის პასუხისმგებელი. რუსეთის ხელისუფლებას დღემდე არ ჰქონდა გაკეთებული პუბლიკაციაზე კომენტარი.

XS
SM
MD
LG