Accessibility links

logo-print logo-print

საქართველოში კორონავირუსის 3 ათასზე ნაკლები ახალი შემთხვევაა


გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 31 პაციენტი. ეს დეკემბრის განმავლობაში, 24 საათში გარდაცვალების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. საქართველოში სულ გარდაცვლილია 1953 ადამიანი.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე განახლებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში გამოვლენილია კორონავირუსის 2981 შემთხვევა. ეს 12 ნოემბრის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, თუ არ ჩავთვლით ორ შემთხვევას, როცა უქმე დღეებში, 10 ათასზე ნაკლები ტესტიდან დაახლოებით 2500-2700 შემთხვევა აღირიცხა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში 2981 შემთხვევა გამოვლინდა საერთო ჯამში, 17 029 ტესტიდან.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 201 368 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 2001-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 169 282.

24 საათში ერთხელ აღრიცხული ახალი შემთხვევების და გარდაცვალების ოფიციალური სტატისტიკა დეკემბერში:

1 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 3759. გარდაცვლილი 36;

2 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 4033. გარდაცვლილი 39;

3 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 4260, გარდაცვლილი 45;

4 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 5068. გარდაცვლილი 38;

5 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 5450. გარდაცვლილი 37;

6 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 4321. გარდაცვლილი 42;

7 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 2501. გარდაცვლილი 36;

8 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 4673. გარდაცვლილი 36;

9 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 4734. გარდაცვლილი 38;

10 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 4570. გარდაცვლილი 43;

11 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 4146. გარდაცვლილი 37;

12 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 3907. გარდაცვლილი 50;

13 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 2720. გარდაცვლილი 46;

14 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 1337. გარდაცვლილი 49;

15 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 3837. გარდაცვლილი 44;

16 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 3487. გარდაცვლილი 39;

17 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 2981. გარდაცვლილი 31.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG