Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა რამდენჯერმე გამოიყენა ბულგარეთის საჰაერო სივრცე სერბეთისთვის შეიარაღების მისაწოდებლად


რუსეთის თვითმფრინავებმა რამდენჯერმე გამოიყენეს ნატოს წევრი ბულგარეთის საჰაერო სივრცე სერბეთისთვის სამხედრო შეიარაღების მისაწოდებლად. ამას მოწმობს რადიო თავისუფლების სერბული და ბულგარული სამსახურების ერთობლივი გამოძიება.

უკანასკნელი ასეთი ცნობილი შემთხვევა მოხდა 3 მარტს, როცა რუსულმა AN-124-მა, რომელიც რუსეთიდან სერბეთში მიფრინავდა, ბულგარეთის საჰაერო სივრცეში გაიარა. ეს დროში დაემთხვა სერბეთისთვის Pantsir-C1 საჰაერო თავდაცვის სისტემის ნაწილების მიწოდებას.

როგორც იტყობინებიან, უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში სერბეთს მინიმუმ ოთხჯერ მიეწოდა შეიარაღება ბულგარეთის გავლით.

ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არ დაადასტურა, რომ რუსეთისგან მიიღო მისი საჰაერო სივრცით სამხედრო აღჭურვილობის ტრანსპორტირების მოთხოვნა. მან რადიო თავისუფლებას უბრალოდ განუცხადა, რომ არ ყოფილა იმის საფუძველი, რომ უარი ეთქვათ „ფრენაზე ორ სუვერენულ ქვეყანას შორის სავაჭრო ტრანსპორტის განსახორციელებლად.“

გარდა ამისა, სამინისტრომ განაცხადა, რომ სერბეთის წინააღმდეგ თავდაცვის სფეროს პროდუქტებთან დაკავშირებით არ მოქმედებდა რაიმე სახის ამკრძალავი ზომები არც გაეროს, არც ევროკავშირისა და არც ეუთოს მხრიდან.

2019 წელს რუმინეთმა, რომელიც ასევე ნატოს წევრია, რუსეთს არ მისცა მისი საჰაერო სივრცით სერბეთში სამხედრო აღჭურვილობის გადაზიდვის უფლება და მიზეზად დაასახელა რუსეთის მიერ ყირიმის ხელში ჩაგდება. როგორც გამოძიებამ ნათელყო, მაშინ რუსეთის საჰაერო ტრანსპორტს მარშრუტი შეუცვალეს და ბულგარეთის გავლით ჩაიტანეს სერბეთში.

XS
SM
MD
LG