Accessibility links

site logo site logo

შესაძლოა, კულტურის სამინისტრო ისევ ცალკე გამოიყოს


პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი აცხადებს, რომ მომავალ მთავრობაში დიდი სიახლეები არ არის მოსალოდნელი. მისი თქმით, განიხილება მხოლოდ კულტურის სამინისტროს დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბება.

"სიახლეები არ არის მოსალოდნელი, თუ არ ჩავთვლით კულტურის სამინისტროს გამოყოფას... თავიდან შეცდომა იყო დაშვებული, რომ გავაერთიანეთ", - თქვა მან.

კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების სამინისტროს 2018 წლის ივნისში მაშინდელი პრემიერის, მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით შეუერთდა. უფრო ადრე კულტურისა და სპორტის სამინისტროები დამოუკიდებელი უწყებები იყო.

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ მინისტრთა კაბინეტის სია პარლამენტს დასამტკიცებლად დღეს გადაუგზავნა. ამ წარდგენაში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ისევ ერთი უწყებაა. კულტურის სამინისტროს გამოსაყოფად დამატებითი საკანონმდებლო ცვლილებები იქნება საჭირო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG