Accessibility links

site logo site logo

საპატრიარქოს პრესმდივანი: თამრიკო ჭოხონელიძე არაა მგალობელი, ეს იყო შეღავათი


საპატრიარქოს პრესმდივანი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძის განცხადებაზე ჟურნალისტების კითხვებს პასუხობს და ამბობს, რომ ის არასდროს ყოფილა მგალობელი და მისი მსახურება მხოლოდ გამონაკლისი იყო.

„რატომ უნდა იყოს განაწყენებული თამრიკო? კარგია, რომ გალობდა. ხანდახან აქ იგალობა, თუმცა თამრიკო არ არის მგალობელი, ეს იყო შეღავათი, გამონაკლისი“, - აცხადებს ჯაღმაიძე და განაგრძობს: „სუხიშვილების ანსამბლმა ლასკალაში ჩაატარა კონცერტი 1967 წელს და თუ დღეს აღარ ატარებს, ეს არ ნიშნავს, რომ ვიღაცა რაღაცა...“

თამრიკო ჭოხონელიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ანტიდისკრიმინაციული პოზიციის გაჟღერებისთვის დასაჯეს, რის გამოც, შობის დღესასწაულზე აღარ იგალობებს.

ჭოხონელიძემ უარი თქვა, გამოსულიყო ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავ კონცერტზე 2019 წელს 17 მაისს, ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს და დაგმო სექსუალური ორიენტაციის ნიშნით ადამიანის დისკრიმინაცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG