Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასულიერო პირებს COVID 19-ზე ყოველ 14 დღეში ერთხელ გაუკეთებენ ტესტს


სასულიერო პირები იმ კატეგორიას მიაკუთვნეს, რომლებსაც COVID 19-ზე ყოველ 14 დღეში ერთხელ PCR ტესტით შეამოწმებენ - ამის შესახებ რადიო თავისუფლებას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, გადაწყვეტილება მიიღო საკოორდინაციო საბჭომ და იგი თავად რელიგიურ კონფესიებთან არის შეთანხმებული.

„ეს საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებაა და მთელ საქართველოზე ვრცელდება. გადაწყვეტილება მიღებული იქნა საქართველოში მოქმედი ყველა რელიგიის წარმომადგენლის მონაწილეობით. ყველამ გამოთქვა სურვილი ტესტირების, იეღოვას მოწმეთა გარდა. მათი პასუხი ჯერ არ იციან. ასე, რომ, ვისაც სურვილი აქვს, გაიტესტება 14 დღეში ერთხელ. როგორც იცით აქამდე სავალდებულო ან შერჩევითი ტესტირება ეხებოდა: სამედიცინო პერსონალს, მათ შორის სოფლის ექიმებს, შსს-სა და საბაჟოს თანამშრომლებს, პედაგოგებს, მოხუცებულთა თავშესაფრებსა და მათ მომვლელებს, სტომატოლოგებს და ფარმაცევტებს“ - უთხრა რადიო თავისუფლბას ნელი ხიზანიშვილმა.

20 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 208 638-შემთხვევა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 180 441-მდე ადამიანი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი კი 2 094 -ია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG