Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს ელექტრონულად შეარჩევენ


"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის ახალ თავმჯდომარეს ელექტრონული მეთოდით შეარჩევენ.

თავმჯდომარეობის კანდიდატები არიან ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე.

პარტიის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებს, მხარდამჭერებსა და გულშემატკივრებს. დღეს, 14:00 საათზე გამოქვეყნდება არჩევნებში მონაწილეობის წესი და დაიწყება კენჭისყრა, რომელიც 25 დეკემბრის 21:00 საათამდე გაგრძელდება.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თანამდებობას 2017 წლიდან იკავებდა გრიგოლ ვაშაძე, რომელმაც 15 დეკემბერს, ფეისბუკით გამოაცხადა პარტიის დატოვების შესახებ.

XS
SM
MD
LG