Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციამ მესტიაში სასტუმრო აღმოაჩინა, სადაც მიტაცებული დენით "მაინერებს" ამუშავებდნენ


ფოტო არქივიდან
ფოტო არქივიდან

"ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, მესტიის ერთ-ერთ სასტუმროს დამხმარე ფართში პოლიციამ აღმოაჩინა "მაინერი", რომელიც მიტაცებული დენით, უკანონოდ, კრიპტოვალუტას აწარმოებდა. ინფორმაციას ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც.

"მესტიაში, განსაკუთრებით ბოლო ერთ წელიწადში კატასტროფულად გაზრდილია ელექტროენერგიის მოხმარება. ამის მიზეზი არის ადგილზე გახსნილი კრიპტოვალუტის მწარმოებელი პუნქტები, რომლებიც იტაცებენ დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას... აღმოჩენილი დატაცება უტოლდება 4-5 საშუალო სოფლის მოხმარებას. შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ მესტიის რაიონი, ამ დროისთვის საშუალოდ მოიხმარს 12-14 სხვა რაიონის სამყოფ ელექტროენერგიას", - აცხადებენ ელექტრო ენერგიის გამანაწილებელ კომპანიაში.

მათივე განმარტებით, ძლიერი დატვირთვის გამო ზიანდება გადამცემი ხაზები, კომპანიის თანამშრომლებს კი ელ. ენერგიის დატაცების აღმოჩენისთვის უსაფრთხო გადაადგილების საშუალებები არ აქვთ.

საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ამ მუხლით ელექტროენერგიის სარგებლობის წესების დარღვევა, რასაც არსებითი ზიანი მოჰყვა, ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე. საქმეზე არავინ არის დაკავებული, შსს კი გამოძიებას აგრძელებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG