Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტუნისის სანაპიროსთან 20 მიგრანტის ცხედარი იპოვეს


იტალიის სანაპირო დაცვის პატრული მიგრანტთა ნავისკენ მიეშურება
იტალიის სანაპირო დაცვის პატრული მიგრანტთა ნავისკენ მიეშურება

ტუნისის ხელისუფლების ცნობით 24 დეკემბერს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მაშველებმა იპოვეს 20 მიგრანტის სხეული. ხუთი გადარჩენილი მიგრანტის თქმით, მათი ნავი, რომელსაც რამდენიმე ათეული ადამიანი ევროპისკენ გადაჰყავდა, ზღვაში ჩაიძირა.


ტუნისის სანაპირო დაცვის ცნობით, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 20 მიგრანტი.


დაღუპულთა უმრავლესობა სუბსაჰარული აფრიკის წარმომადგენელი აღმოჩნდა.

ნავზე იმყოფებოდა 40-50 მიგრანტი, რომლებიც იტალიისაკენ მიეშურებოდნენ.

ტუნისის საპორტო ქალაქ სფაქსის მახლობლად მდებარე სანაპირო უმთავრესი ნავსაყუდელია ღარიბი აფრიკული ქვეყნებიდან და ახლო აღმოსავლეთიდან კონფლიქტების გამო გამოქცეული ადამიანებისათვის, ევროპისკენ უკეთესი ცხოვრების საძებნელად რომ ილტვიან.

ტუნისის არასამათავრობო ორგანიზაცია ეკონომიკური და სოციალური უფლებების ფორუმის ცნობით წელს ტუნისიდან 12000-მა მიგრანტმა შეძლო იტალიამდე მიღწევა.

XS
SM
MD
LG