Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წულუკიანი: თუ ჩვენ გვყავს დიდი ქართველი მეცენატი - ეს არის  ბატონი ბიძინა ივანიშვილი


თეა წულუკიანი
თეა წულუკიანი

პარტია „ქართული ოცნების" დამფუძნებელის ბიძინა ივანიშვილის შესახებ ილაპარაკა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა.

„ტრენდების ნაწილია ისიც, რომ გაგვიქრონ მადლიერების განცდა და მადლობის თქმა იყოს სირცხვილი. არადა მე არ მინდა, ეს არ არის ჩემი პარტიული გამოსვლა ამ ნაწილში. დღეს თუ ჩვენ გვყავს დიდი ქართველი მეცენატი, მეცენატები, ეს არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი. თუკი მათ ახსენებ და იტყვი მადლობას, მავანს სურს, რომ დაამკვიდროს მავნებლური ტრენდი, რომ ეს საერთოდ რა არის. სირცხვილადაც უნდა იყოს მადლობის თქმა, ცნობილია. არადა იმ სფეროში, რა სფეროშიც მე და ჩემი კოლეგები კომიტეტში ვართ, ამ სფეროში, სწორედ, ის არის და მისი ოჯახი ყველაზე დიდი თანამედროვეობის ქართველი მეცენატი. ის თანხები, რაც მილიარდობით ამ სფეროში ამ ოჯახმა ჩადო, ასევე, საერთაშორისო დონორებმა ჩადეს, ქართველმა ხალხმა ჯიბიდან ამოიღო და ჩადო, სახელმწიფო ბიუჯეტში, ჩვენი ვალია, რომ კომიტეტმა და სამინისტრომ ერთად ვიმუშაოთ, რომ ეფექტიანად და ეფექტურად ვიმუშაოთ, მივაღწიოთ იმ ეროვნულ მიზანს, როგორც პრემიერ-მინისტრმა ბრძანა, კონკურენტუნატრიან საქართველოს მოქალაქეს იმ დიდ ველურ კონკურენციაში, რასაც მსოფლიო ბაზარი ჰქვია", - თქვა თეა წულუკიანმა.

პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხომაზე განიხილავენ მთავრობის შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას.

XS
SM
MD
LG