Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ აფხაზეთში 105-მდე გაიზარდა COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი


რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილმა ოპერატიულმა შტაბმა კორონავირუსის 101 ახალი შემთხვევა დაადასტურა. მისივე ინფორმაციით, სოხუმის, ტყვარჩელის და გალის საავადმყოფოებში COVID-19-ით გარდაიცვალა 3 პაციენტი.

აფხაზეთში აპრილიდან აღრიცხული აქვთ კორონავირუსის 8236 შემთხვევა, მათგან 6508 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 105 ადამიანი.

დაუზუსტებელი მონაცემებით, აფხაზეთში დაახლოებით 240 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

ეპიდემიის გამო, აფხაზეთში დაკეტილია სავაჭრო ობიექტები, სურსათის მაღაზიების და აფთიაქების გარდა, არ მუშაობენ სპორტული და გასართობი დაწესებულებები და შეწყვეტილია სასწავლო პროცესი. აკრძალულია ხალხმრავალი შეკრებები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG