Accessibility links

logo-print logo-print

აშშ-ში ატომურ ავიამზიდს პირველად უხელმძღვანელებს ქალი ოფიცერი


ატომური ავიამზიდი "აბრაამ ლინკოლნი"

აშშ-ის სამხედრო ისტორიაში პირველად, ატომურ ავიამზიდს უმეთაურებს ქალი ოფიცერი, სამხედრო-საზღვაო ძალების კაპიტანი, ემი ბაუერშმიდტი.

საუბარია აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნზე“.



„ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, ბაუერშმიდტი სპეციალობით სამხედრო მფრინავია. 1994 წელს დაამთავრა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების აკადემია. იმ წლის კურსდამთავრებული ქალები იყვნენ პირველები, რომლებმაც სამსახური გააგრძელეს სამხედრო გემებსა და თვითმფრინავებზე.


დღეისათვის ემი ბაუერშმიდტს აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების შვულმფრენებზე 3000 საათი აქვს ნაფრენი.

მანამდე კაპიტანი ქალი ავიამზიდზე აღმასრულებელ ოფიცრად მსახურობდა.

„ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, რომ ამირჩიეს. მომწონს მატროსების ხელმძღვნელობა და ამას აღვიქვამ, როგორც ძალიან სერიოზულ პასუხისმგებლობას“, - განაცხადა ემი ბაუერშმიდტმა.

ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნზე“ დაახლოებით 5000 სამხედრო მსახურობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG