Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომელ ოპოზიციონერ დეპუტატებს ჩაერიცხათ ხელფასი და რატომ - პარლამენტის განმარტება


პარლამენტმა ოპოზიციონერ დეპუტატებს ხელფასები ჩაურიცხა. ინფორმაცია და თანხის ჩარიცხვის დამდასტურებელი ფოტოები "ევროპული საქართველოს" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ დღეს გაავრცელა. ის ერთ-ერთია, ვინც პარლამენტის დეპუტატობაზე უარი თქვა.

რადიო თავისუფლებამ საქართველოს პარლამენტს ჰკითხა, რატომ ჩაერიცხათ იმ დეპუტატებს ხელფასები, ვისაც დეპუტატის მანდატზე უარის თქმის შესახებ განცხადება აქვთ დაწერილი. პარლამენტის განმარტებით, ხელფასი ჩაერიცხათ წინა მოწვევის პარლამენტის დეპუტატებს, რომელთა უფლებამოსილების ვადაც 11 დეკემბერს (ახალი პარლამენტის შეკრების შემდეგ) ამოიწურა. გარდა ამისა, თანხა ჩაერიცხათ 2020 წლის პარლამენტში მოხვედრილ იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებიც წინა მოწვევის პარლამენტშიც იყვნენ და მათი საბანკო რეკვიზიტები მათთვის ხელმისაწვდომი იყო.

დამატებით, პარლამენტი განმარტავს, რომ ყველა ოპოზიციონერ დეპუტატს, რომელიც წელს პირველად გახდა პარლამენტის წევრი, საბანკო ანგარიშების წარდგენის შესახებ შეტყობინება მიღებული აქვს. პრესსამსახურის ინფორმაციით, თანხას, რომელზეც დეპუტატი უარს იტყვის, პარლამენტი ბიუჯეტში დააბრუნებს.

8-ვე ოპოზიციური პარტია, რომელიც პარლამენტში მოხვდა, აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა. მათი წარმომადგენლების უმრავლესობამ სადეპუტატო მანდატების მოხსნის მოთხოვნით პარლამენტს მიმართა. საკითხი საგაზაფხულო სესიამდე გადაიდო.

XS
SM
MD
LG