Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„საბა“ონლაინ: დღეს ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულები გამოვლინდებიან


26 დეკემბერს 22:30 საათზე წლის მთავარი ლიტერატურული მოვლენა „საბა" მეთვრამეტედ, ამჯერად განსხვავებული - ონლაინ ფორმატით ჩატარდება.

ჟიური გამარჯვებულს გამოავლენს 9 ნომინაციაში:

1. საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი

2. საუკეთესო პიესა

3. საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა

4. უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი

5. საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა

6. საუკეთესო პროზაული კრებული

7. საუკეთესო პოეტური კრებული

8. საუკეთესო რომანი

9. ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

დაჯილდოების ცერემონიის ნახვას საზოგადოება Formula • ფორმულას და Artarea/Tv2.0-ს სატელევიზიო ეთერში და TBC - თიბისის, საბა • SABAს და Artarea/Tv2.0-ს Facebook გვერდებზე შეძლებს.

წელს ამ ჯილდოზე 250-მდე წიგნი იყო წარდგენილი.

XS
SM
MD
LG