Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

12 წლის ბავშვი დაიღუპა ხორვატიაში მიწისძვრის შედგად


სისაკის ერთ-ერთი ქუჩა მიწისძვრის შემდეგ
სისაკის ერთ-ერთი ქუჩა მიწისძვრის შემდეგ

ხორვატიაში მომხდარი მიწიძვრის შედეგად 12 წლის ბავშვი დაიღუპა ქალაქ პეტრინიაში, რომელიც ეპიცენტრში მდებარეობს. სხვა დეტალები უცნობია.

.

მანამდე მაშველებმა ნაგრევებიდან გამოიყვანეს ცოცხლად გადარჩენილი ერთი ადგილობრივი მამაკაცი და ბავშვი.

იუწყებიან, რომ 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად ხორვატიაში ბევრი ადამიანი დაზარალდა

ხმელთაშუა ზღვის ევროპული სეისმოლოგიური ცენტრის მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობდა ზაგრებიდან 46 კილომეტრით დაშორებულ რაიონში.

წინასწარი ინფორაციით, მიწისძვრამ ზოგიერთ ადგილას გამოიწვია ნგრევა, ძალიან დააზიანა შენობების ფასადები და მოგლიჯა სახურავები.

მძლავრი ბიძგები იგრძნობოდა მეზობელ სერბეთსა და ბოსნია-ჰერცეგოვინაში.

XS
SM
MD
LG