Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2020 წელს მშპ 5,9%-ით შემცირდა - საქსტატი


საქსტატის შეფასებით, საქართველოში 2020 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა, 5,9 პროცენტით შემცირდა. ეს წინასწარი მონაცემებია და შესაძლოა, მცირედით შეიცვალოს.

უწყების ინფორმაციით, გასული წლის ნოემბრთან შედარებით, 2020 წლის ნოემბერში მშპ 7,7 პროცენტით არის შემცირებული.

2020 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით:

  • კლება შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ხელოვნება, გართობა და დასვენება, განთავსების საშუალებით უზრუნველყოფა, საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი.
  • ზრდა დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ასევე წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ნარჩენების მართვის სფეროებში
XS
SM
MD
LG