Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და ყოფილი ელჩები საქართველოს ახალ წელს ულოცავენ


კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში
კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ქვეყნის მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს. საახალწლო მილოცვაში იგი აღნიშნავს, რომ ამერიკელებმა და ქართველებმა აჩვენეს, რომ გამოწვევების მიუხედავად მათ ერთად დგომა შეუძლიათ:

„ეს წელი მთელ მსოფლიოში ბევრი ადამიანისთვის რთული იყო, გაურკვევლობის, ცვლილებებისა და ძალიან დიდი დანაკარგის გამო. ასეთ დროს ვაცნობიერებთ, თუ რამდენად ძვირფასია ჩვენი ოჯახი, მეგობრები და კოლეგები და რამდენად ვაფასებთ ერთად გატარებულ დროს. 2020 წლის გამოწვევებმა ხელი ვერ შეგვიშალა, გვეპოვა ახალი გზები საქართველოში ჩვენი მნიშვნელოვანი საქმის გასაგრძელებლად. ჩემზე საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, თუ რამდენი რამის წარმატებით შესრულება შეგვიძლია ერთად მუშაობით. კოვიდი ვერ შეგვიშლის ხელს! პანდემიის დაწყებისთანავე მთელი ჩვენი გუნდი ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს დასახმარებლად გაერთიანდა. თქვენმა საქმემ, პირდაპირი მნიშვნელობით, გადაარჩინა ადამიანების სიცოცხლე. ამერიკელებმა და ქართველებმა აჩვენეს, რომ ჩვენ შეგვიძლია და ერთად ვიდგებით, მიუხედავად გამოწვევებისა.“, - აღნიშნავს საახალწლო მილოცვაში ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი.

ამ მილოცვას უერთდებიან ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩები და საელჩოს ყოფილი თანამშრომლები. ისინი სპეციალურ ვიდეოში საუბრობენ იმაზე, რაც ყველაზე მეტად ენატრებათ საქართველოში და ქართველ ხალხს მომავალ 2021 წელს წარმატებებს უსურვებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG