Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინოწმინდის სოფელ სათხაში ​32 წლის კაცი მოკლეს - ბრალდებული დაკავებულია


1 იანვარს, გამთენიისას, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხაში 32 წლის კაცის მკვლელობას წლების წინ ოჯახებს შორის დაპირისპირებას უკავშირებენ ადგილობრივები. როგორც ადგილობრივი ნარინე გინოსიანი ამბობს, მკვლელობაში ბრალდებულის სახლთან ამჟამად სამართალდამცველები პატრულირებენ.

შსს-ს ინფორმაციით, სოფელ სათხაში რამდენიმე პირს შორის მოხდა შელაპარაკება, რა დროსაც ბრალდებულმა ო.პ.-მ თანასოფლელები - 1988 წელს დაბადებული ს.ა., 2001 წელს დაბადებული ს.ბ. და 1990 წელს დაბადებული ვ.ბ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა. ამავე კონფლიქტის დროს, ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიიღო 1996 წელს დაბადებულმა მ.ი.-მ. ს.ა. მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო დანარჩენ 3 პირს ექიმებმა შესაბამისი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

როგორც შსს აღნიშნავს, ბრალდებული ო.პ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა სამართალდამცველებმა რამდენიმე საათში დააკავეს. სამინისტროს განცხადებით, „საქმესთან დაკავშირებით სხვა გარემოებების გამოკვეთისა და აღნიშნულ ფაქტთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები".

დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

XS
SM
MD
LG