Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უახლოეს ხანში სომხეთის პრემიერ-მინისტრი, შესაძლოა, რუსეთს ესტუმროს სამუშაო ვიზიტით


Armenia -- Armenian Prime Minister Nikol Pashinian (R) and Russian President Vladimir Putin meet in Yerevan, October 1, 2019.
Armenia -- Armenian Prime Minister Nikol Pashinian (R) and Russian President Vladimir Putin meet in Yerevan, October 1, 2019.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი, უახლოეს დღეებში, შესაძლოა, მოსკოვში ჩავიდეს სამუშაო ვიზიტით.

რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის თანახმად, ინფორმაციას ამ ვიზიტისა და სხვა დეტალების შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესმდივანი, მანე გევორქიანი, არც უარყოფს და არც ადასტურებს.


სომხეთის მთავრობაში კომენტარს არ აკეთებენ ასევე გავრცელებულ ინფორმაციაზე, მოსკოვში ნიკოლ ფაშინიანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეხვედრის თაობაზე.


ახალი წლის დღეებში სომხეთში დიდი კამათი გამოიწვია ნიკოლ ფაშინიანის მინიშნებამ რუსეთთან უფრო ღრმა თანამშრომლობის აუცილებლობის შესახებ, რაც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა თავის საახალწლო მიმართვაში ახსენა.

სომეხი პოლიტოლოგი აკოფ ბადალიანი, ფაშინიან-ალიევის შეხვედრას ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს სომხეთის პრემიერ-მინისტრის მისამართით აზერბაიჯანის პრეზიდენტის დამცინავი რეპლიკის გამო.

რაც შეეხება სომხეთსა და რუსეთს შორის უფრო ღრმა თანამშრომლობას, „ასეთი პერსპექტივის გამორიცხვა არ შეიძლება, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს სომხეთის სუვერენიტეტის დაკნინების ხარჯზე“, - უთხრა აკოფ ბადალიანმა რადიო თავისუფლებას.

სეპარატისტული მთიანი ყარაბაღის გარშემო აზერბაიჯანთან მიმდინარე 44-დღიანი საომარი მოქმედების შედეგად, სომხეთის პრემიერ-მინისტრი დათანხმდა 10 ნოემბერს მოსკოვის შუამავლობით შემუშავებულ საზავო პირობებზე, რომელსაც სომხეთის ოპოზიცია „კაპიტულანტურად“ მიიჩნევს.

ერთობლივი შეთანხმების (სამმხრივი განცხადების) თანახმად, სომხეთმა აზერბაიჯანს გადასცა სეპარატისტთა ხელთ არსებული კიდევ სამი რაიონი - აღდამის, ქელბაჯარისა და ლაჩინის.

მთიან ყარაბაღში მოკონფლიქტე მხარეთა მიერ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შესრულებას აკონტროლებს სამშვიდობო მისიით აღჭურვილი რუსეთის მე-15 ცალკეული მოტომსრბოლელი ბრიგადა, რომელიც 2 000 ჯარისკაცისაგან შედგება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG