Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯორჯიის შტატში დაიწყო ხმის მიცემის პროცესი სენატორების არჩევნების მეორე ტურში


ჯორჯიის შტაშტი დაიწყოს ხმის მიცემის პროცესი სენატორების არჩევნების მეორე ტურში, რომლის შედეგი განსაზღვრავს, თუ რომელი პარტია გააკონტროლებს აშშ-ის კოგრესის ზედა პალატას - სენატს და ექნება თუ არა არჩეულ პრეზიდენტ, დემოკრატ ჯო ბაიდენს, შესაძლებლობა, გაატაროს თავისი დღის წესრიგი.

თუ სენატში უმრავლესობით რესპუბლიკელები დარჩებიან, სენატი შეძლებს დაბლოკოს მომავალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ინიცირებული და წარმომადგენელთა პალატის მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტები.


სენატში ორი ადგილისთვის იბრძვიან რესპუბლიკელები კელი ლეფლერი და დევიდ პერდიუ და დემოკრატები ჯონ ოსოფი და რაფაელ უორნოკი. პირველ ტურში, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად, 3 ნოემბერს ჩატარდა, ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო გამარჯვებისთვის საჭირო ხმების 50%-ზე მეტი.


თუ მეორე ტურში რესპუბლიკური პარტიის ერთი კანდიდატი მაინც გაიმარჯვებს, 100-წევრიან სენატში უმრავლესობას რესპუბლიკელები შეინარჩუნებენ. დემოკრატიული პარტიის ორივე კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, სენატში ძალთა თანაფარდობა იქნება 50/50-ზე, მაგრამ უპირატესობა დემოკრატებს ექნებათ, რადგან კენჭისყრების დროს ხმების თანაბრად გაყოფისას გადამწყვეტი ხმა აქვს ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტს. ამ თანამდებობას 2020 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად დაიკავებს დემოკრატი კამალა ჰარისი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG