Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხუნდაძე გახდა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი 


დიმიტრი ხუნდაძე
დიმიტრი ხუნდაძე

პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე დაამტკიცეს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობები. უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი გახდა დიმიტრი ხუნდაძე. დელეგაციის სათადარიგო დელეგაციაში „ქართული ოცნების" კიდევ ორი წევრი არის გაერთიანებული: ირაკლი ქადაგიშვილი და ზაზა ლომინაძე.

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა საქართველოში აქტუალური 2019 წლის 20 ივნისიდან გახდა. რუსეთის დუმის დეპუტატმა „კომუნისტური პარტიიდან" სერგეი გავრილოვმა, თბილისში მიმდინარე სესიის ფარგლებში, ასამბლეის თავმჯდომარის რანგში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიმართა მონაწილე 23 ქვეყნის დელეგატებს. ამ ფაქტს ჯერ საპარლამენტო ოპოზიციის მწვავე პროტესტი მოჰყვა, შემდეგ კი პროტესტმა პარლამენტის წინ გადაინაცვლა და გაიმართა მრავალათასიანი ანტისაოკუპაციო აქცია.

20 ივნისს, გვიან ღამით, აქციის მონაწილეები ცრემლმდენი გაზით, რეზინის ტყვიებითა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს. მათი დაშლისას 240-მდე ადამიანი დაშავდა. ორმა ახალგაზრდამ კი თვალი დაკარგა.

21 ივნისს პოსტი დატოვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. დეპუტატის უფლებამოსილება დატოვა ზაქარია ქუცნაშვილმაც, რომელიც ასამბლეის თბილისში ჩატარების ინიციატორი და ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG