Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსის 1800 ახალი შემთხვევაა


გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 20 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 2666-მდე გაიზარდა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, გასულ 24 საათში ჩატარებული 14 839 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 1800 შემთხვევა.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 233 879 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 489-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 223 276.

24 საათში ერთხელ აღრიცხული ახალი შემთხვევების და გარდაცვალების ოფიციალური სტატისტიკა იანვარში:

1 იანვარი - ახალი შემთხვევა 990 (ტესტი 8016). გარდაცვლილი 23;

2 იანვარი - ახალი შემთხვევა 342 (ტესტი 3288). გარდაცვლილი 44;

3 იანვარი - ახალი შემთხვევა 417 (ტესტი 2795). გარდაცვლილი 31;

4 იანვარი - ახალი შემთხვევა 594 (ტესტი 3845). გარდაცვლილი 25;

5 იანვარი - ახალი შემთხვევა 2316 (ტესტი 14511). გარდაცვლილი 18;

6 იანვარი - ახალი შემთხვევა 1800 (ტესტი 14839). გარდაცვლილი 20.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG