Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსის 1 800 ახალი შემთხვევიდან 735 თბილისიდანაა


საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 1 800 ახალი შემთხვევიდან თბილისში ყველაზე მეტი, 735 შემთხვევა ფიქსირდება. რეგიონების მიხედვით, მაჩვენებელი შედარებით ნაკლებია.

რეგიონების მიხედვით, ინფიცირების მაჩვენებელი ასე გადანაწილდა:

  • აჭარა - 119,
  • იმერეთი - 331,
  • ქვემო ქართლი - 128,
  • შიდა ქართლი - 103,
  • გურია - 43,
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 151,
  • კახეთი - 116,
  • მცხეთა-მთიანეთი - 22,
  • სამცხე-ჯავახეთი - 35,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 17.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 233 879 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 489-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 223 276.

ბოლო 24 საათში საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 20 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 2 666-მდე გაიზარდა.

XS
SM
MD
LG