Accessibility links

site logo site logo

ჯორჯიის შტატში, სენატის არჩევნების მეორე ტურის ერთ-ერთ კენჭისყრაში დემოკრატი ვარნოკი იმარჯვებს, მეორის შედეგი ჯერჯერობით გაურკვეველია


რაფაელ ვარნოკი

აშშ-ის ჯორჯიის შტატში ჩატარებული სენატის არჩევნების მეორე ტურის ორი კენჭისყრიდან ერთ-ერთში გაიმარჯვა დემოკრატმა რაფაელ ვარნოკმა, - იუწყება აშშ-ის მედია. ეს ვარნოკს აქცევს შტატის ისტორიაში პირველ შავკანიან სენატორად, ხოლო დემოკრატებს ერთი ნაბიჯით აახლოებს სენატის კონტროლთან.

საიმისოდ, რომ სენატის კონტროლი მოიპოვონ, დემოკრატებს ასევე ესაჭიროებათ ჯორჯიის შტატში ჩატარებულ მეორე კენჭისყრაში გამარჯვება, იმ ფონზე, როცა ჯო ბაიდენი 20 იანვარს დანიშნული ინაუგურაციისთვის ემზადება.

ხმების 98 პროცენტის დათვლის შემდეგ, ვარნოკი, რომელიც ატლანტაში ისტორიული მნიშვნელობის, აფრიკელ-ამერიკელთა ეკლესიის ბაპტისტი მღვდელია, CNN-მა და ასოშიეიტედ პრესმა დაასახელეს გამარჯვებულად მოქმედ რესპუბლიკელ სენატორთან, კელი ლოფლერთან ბრძოლაში. თუმცა მეორე კენჭისყრაში, რომელიც გაიმართა 33 წლის დემოკრატს, დოკუმენტური კინოს რეჟისორ ჯონ ოსოფს და რესპუბლიკელ დევიდ პერდიუს შორის, ჯერ კანდიდატების შედეგი ძალიან ახლოს არის ერთმანეთთან საიმისოდ, რომ სავარაუდო შედეგი გამოცხადდეს.

ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ საბოლოო შედეგი შეიძლება რამდენიმე დღის განმავლობაში არ იყოს ცნობილი, რადგან უბნებს უწევთ ფოსტით მიღებული ბიულეტენების დიდი რაოდენობის დათვლა.

თუ დემოკრატები ორივე კენჭისყრას მოიგებენ, სენატი 50-50-ზე პროპორციით გაიყოფა, ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს კი გადამწყვეტი ხმა ექნება საიმისოდ, რომ დემოკრატებმა სენატის კონტროლი შეძლონ. წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატებს უკვე აქვთ მცირე უპირატესობით მოპოვებული უმრავლესობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG